გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი
გვარი, პირადი ნომერი: ირინე მარკოზაშვილი, 01012018199.
საგანი: ისტ
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი /6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 33
გაკვეთილის
თემა: ელ-ცხრილების რედაქტორის ფორმულების გამოყენება ;
ეკონომიკური კონცეფციების საფუძვლების ტრანსფერი ისტ-ში
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე
შეძლებს:
სიტუაციურ
ამოცანაში გარკვევას და ისტ-ის სწორ ტრანსფერს
ინსტრუქციის მიხედვით , უკუკავშირის გაკეთებას.
ეკონომიკური ელემენტების ინტეგრაციას მოცემულ დავალებაში.
პრობლემას გადაჭრის ისტ-ის სწორი ინსტრუმენტის შერჩევით.
მოახდენს Google Map-ში და Wikipedia-ში ტრანსფერს ციფრული
მონაცემების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
მონაცემების ფორმატის განსაზღვრას და ციფრული მასალების
EXCEL-ის პროგრამაში ინტეგრირებას.
ანგარიშს კონკრეტული ფორმულის დახმარებით. ელ-ცხრილებისა და ფორმულების მიზნობრივ გამოყენებას.
უნარ-ჩვევები: ინფორმაციის მოძიების, შედარების, გაანალიზების, შეფასების, საკომუნიკაციო და სოციალური, ასევე ეკონომიკური
ელემენტების ინტეგრაციის უნარ-ჩვევების განვითარება.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
ფაზა 1.
აქტივობა 1
მისალმება, გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა,
შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა და მიზანი, გაკვეთილის განმავლობაში
შესასრულებელი დავალებები. შეფასების კრიტერიუმები.
(კრიტერიუმები ამობეჭდილი დაურიგდებათ)
|
2
|
2
|
აქტივობა 2
,,პროვოცირება“ -ინტერესის გაჩენა -(წინარე ცოდნის გააქტიურება)
კლასი დაიყოფა 4 ჯგუფად:
,,გეოგრაფები“
,,მკვლევარები“
,,ეკონომისტები“
,,რეკლამისტები“.
დაურიგდებათ ბარათები ,,ჩამონათვალი ნუსხით“. . ჯგუფებმა დასმული კითხვების გათვალისწინებით უნდა
მოახდინონ პრიორიტეტების რანჟირება და ჯგუფის
ლიდერები გააკეთებენ პრეზენტაციას.
პრიორიტეტების რანჟირებისათვის მიცემული კითხვებია:
( რუკა 1) რომელ პუნქტს
მიანიჭებდით პრიორიტეტებს ყოფითი პრობლემების შესამცირებლად? დაალაგეთ პრიორიტეტები
თანმიმდევრულად თქვენი ხედვის მიხედვით.
(რუკა 2 )
დაალაგეთ პრიორიტეტები თანმიმდევრობით თქვენი ხედვის მიხედვით რა უფრო შეუწყობს ხელს
წარმატებას?
|
მეთოდი ,,ორგანაიზერი“ ინსტრუმენტი -პრიორიტეტების ჩამონათვალი - გადაცემული
ბარათები
|
ჯგუფები
|
რანჟირებული ნუსხა
(ვიზუალური ნუსხის
რანჟირებით
მოსწავლეებმა
უნდა
განსაზღვრონ
ის
კრიტერიუმი,
თუ
რის
მიხედვით
აკეთებენ
რანჟირებას.
ამ
გრაფიკული
ორგანაიზერის
გამოყენებით
მოსწავლეებს
შეუძლიათ
ინფორმაციის
მართვა
და
გადაწყობა, რანჟირებული ნუსხა დაეხმარებათ შემდგომ განსახილველ მასალაზე ფოკუსირებაში და უკუკავშირის
გაკეთებაში.)
|
8
|
3
|
აქტივობა3
ცოდნის თვითრეგულაცია
უკუკავშირის უზრუნველყოფა:
დავსვავ მიმართულების მიმცემ კითხვებს:
·
რისი ცოდნა უწყობს ხელს 21-ე საუკუნეში ვიყოთ წარმატებულები?
·
როგორი რესურსია ადამიანი?
·
ევროკავშირის რომელ ქვეყანაში მიიღებდით განათლებას
და რატომ?
|
მეთოდი ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ - დისკუსია
|
ჯგუფები
|
ფლიფჩარტი:
ჯგუფების სავარაუდო პასუხები დაიწერება ფლიფჩარტზე
|
5
|
4
|
ფაზა 2
აქტივობა 4
მივმართავ მოსწავლეებს
იმისათვის რომ მივიღოთ განათლება ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ
ჩვენი საბაზისო ცოდნა და ტექნოლოგიები შემდგომი პროგრესისათვის, რისთვისაც შესაასრულებელი გვექნება შემდეგი აქტივობები:
ჯგუფი: ,,გეოგრაფები“ - Google
Map-ზე აფიქსირებენ ევროკავშირის მათთვის სასურველ ხუთი
ქვეყნის ლოკაციის ადგილს, საზღვრავენ მანძილს საქართველოდან აღნიშნულ ქვეყნამდე და
მიღებული რუკის ლინკს აგრეთვე ემბიდ-კოდს გზავნიან ედმოდოზე.
ჯგუფი; ,,მკვლევარები“ – ვიკიპედიის გამოყენებით იღებენ მონაცემებს დასახელებული
ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობების შესახებ, მონაცემები შეაქვთ ექსელის ელექტრონულ ცხრილში, სადაც მოსახლეობის
რაოდენობის მონაცემებს დაალაგებენ კლებადობის მიხედვით.
ჯგუფი: ,,ეკონომისტები“ - ახორციელებენ სიმულაციას ევროპაში მიღებული
განათლების შედეგად რამდენი % -ით შეიძლება გაიზარდოს ხელფასი სხვადასხვა პროფესიის
ადამიანებისათვის, მიეცემათ ცხრილის ნიმუში რომელსაც ასრულებენ ელექტრონულ ფორმატში-ექსელში
და კონკრეტული ფორმულით მოახდენენ დაანგარიშებას.
ნამუშევარს გადმოგზავნიან ედმოდოზე.
ჯგუფი:
,,რეკლამისტები“ ამზადებენ პოსტერს რეკლამით ,,თუ რამდენად მნიშვნელოვანია
ტექნოლოგიები 21-ე საუკუნეში. ნამუშევარს გადმოგზავნონ ედმოდოზე.
|
მეტაშემეცნების სტრატეგია:
სწავლა კეთებით
ცოდნის დემონსტრირება ტექნოლოგიების დახმარებით
|
ჯგუფური და ინდივიდუალური
|
კომპიუტერი
დავალების ბარათები
ინტერნეტი
პროგრამები:
Google Map;
Microsoft Excel
Edmodo
Microsoft Word
|
18
|
5
|
ფაზა 3
აქტივობა 5 - რეფლექსია
დაურიგდებათ ბარათები კითხვებით:
ა) რა იყო მათთვის გაკვეთილზე ყველაზე მნიშვნელოვანი?
ბ) რა კითხვა გაუჩნდათ?
გ) როგორ გამოიყენებენ დღევანდელ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
მოსწავლეები გააკეთებენ ბარათებზე ჩანაწერებს და გააკრავენ ფლიფჩარტზე.
დაურიგდებათ თვითშეფასების ფორმები ამობეჭდილი სახით, სადაც ჩამოწერილი
იქნება კრიტერიუმები. მოსწავლეები აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით მოახდენენ თვითშეფასებას
და მის ელექტრონულ ვერსიას სახლიდან გადმოგზავნიან ედმოდოზე.
|
რეფლექსია
|
ინდივიდუალური
|
ბარათები
კომპიუტერი
|
6
|
|
აქტივობა 6
საშინაო დავალების
მიცემა:
ვიკიპედიის საძიებო სისტემაში
მოიძიონ ინფორმაცია ევროკავშირის რომელიმე 5 ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ, მონაცემები შეიტანონ ექსელის ცხრილში
და დავალება გადმოგზავნონ ედმოდოზე.
|
ცოდნის დემონსტრირება
|
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი
|
1
|
ესგ-ს სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:
ის.ტექნ.დაწყ.2. აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის
დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ ზოგიერთ ძირითად ფუნქციას
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
ის.ტექნ.დაწყ.4 მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.
საზ. მეც. დაწყ. (I). 8. მოსწავლემ უნდა
შეძლოს ასაკის შესატყვისი სამომხმარებლო და ეკონომიკური უნარ-ჩვევების გამოვლენა.
შეფასების რუბრიკა
კარგი
|
დამაკმაყოფილებელი
|
არადამაკმაყოფილებელი
|
მოსწავლეს
შეუძლია მაპროვოცირებელ საკვლევ კითხვებზე პასუხის გაცემა, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა,
მართავს მიცემულ ინფორმაციას, ახდენს
მიცემული პრიორიტეტების ჩამონათვლის რანჟირებას კრიტერიუმების მიხედვით
|
მოსწავლეს შეუძლია მაპროვოცირებელ
საკვლევ კითხვაზე პასუხის გაცემა თუმცა მსჯელობა ნაწილობრივაა არგუმენტირებული, უჭირს
მიცემულ ინფორმაციის მართვა და მიცემული პრიორიტეტების
ჩამონათვლის რანჟირება
|
მოსწავლეს არ შეუძლია მაპროვოცირებელ
საკვლევ კითხვაზე პასუხის გაცემა, არ მსჯელობს
ლოგიკურად, არგუმენტები არ გააჩნია, არ შეუძლია ინფორმაციის მართვა და ვერ ახდენს
მიცემული პრიორიტეტების რანჟირებას.
|
მოსწავლე სწორად აანალიზებს გაკვეთილის მსვლელობისას დასმულ კითხვებს
და შეუძლია ეფექტური უკუკავშირი,
შეუძლია მიმართულების კითხვებში ზოგადი კითხვა დაუკავშიროს შინაარსობრივს.
|
მოსწავლე აანალიზებს გაკვეთილის მსვლელობისას დასმულ კითხვებს მაგრამ
უკუკავშირი ზოგადია და არადამაჯერებელი. უჭირს
მიმართულების მიმცემი კითხვებიდან ზოგადი კითხვის შინაარსობრივთან დაკავშირება.
|
მოსწავლეს არ შეუძლია გაკვეთილის მსვლელობისას დასმული კითხვების გაანალიზება
და ვერ აკეთებს უკუკავშირს
ვერ ხედავს ზოგადი კითხვიდან შინაარსობრივზე გადასვლის გზებს.
|
მოსწავლე მიზნობრივად იყენებს ტექნოლოგიების საკომუნიკაციო და საძიებო
საშუალებებს, აფიქსირებს საჭირო ობიექტების ლოკაციის ადგილებს Google Map-ზე, განსაზღვრავს
მანძილს და მგზავრობის დროს ობიექტებს შორის, შეუძლია ლინკების გაგზავნა ედმოდოზე.
|
მოსწავლე მიზნობრივად იყენებს ტექნოლოგიების საკომუნიკაციო და საძიებო
საშუალებებს მაგრამ უჭირს ობიექტების ლოკაციის
ადგილებისა და მგზავრობის დროის განსაზღვრა
Google Map-ზე.
უჭირს გუგლის რუკაზე დაფიქსირებული ობიექტების ლინკების გაგზავნა.
|
მოსწავლე დასმულ ამოცანას ვერ აკავშირებს ტექნოლოგიის შესაძლებლობასთან,
არ შეუძლია საკომუნიკაციო და საძიებო სისტემებში მუშაობა, ვერ საზღვრავს ობიექტების
ლოკაციის ადგილს, ვერ საზღვრავს ობიექტებს შორის მგზავრობის დროს, არ შეუძლია ობიექტების
ლინკების გადაგზავნა ედმოდოზე.
|
მოსწავლე სწორად მოიძიებს ევროკავშირის
ქვეყნების შესახებ საჭირო ინფორმაციებს საძიებო სისტემიდან, შეუძლია მონაცემების
ტრანსფერი ელექტრონულ ცხრილებში და კონკრეტული ფორმულის გამოყენება, მონაცემების ,,სორტირება“.
|
მოსწავლე სწორად მოიძიებს ევროკავშირის ქვეყნების შესახებ საჭირო ინფორმაციას
საძიებო სისტემიდან, შეუძლია ინფორმაციისა და მონაცემების ტრანსფერი ელექტრონულ ცხრილებში
მაგრამ უჭირს ფორმულებისა და ბრძანების შერჩევა,
მონაცემების ,,სორტირება“ .
|
მოსწავლეს არ შეუძლია ევროკავშირის
ქვეყნების შესახებ მონაცემების მოძიება საძიებო სისტემებიდან, არ შეუძლია მონაცემების
ტრანსფერი ელექტრონულ ცხრილებში, ვერ იყენებს ფორმულებს ექსელის პროგრამაში, ვერ ახდენს მონაცემების ,,სორტირებას“
|
მოსწავლე სწორად ქმნის ელექტრონულ ცხრილს ექსელის პროგრამაში, ადეკვატურად
იყენებს კონკრეტულ ინსტრუმენტებს და შეუძლია ფორმულის მიზნობრივი გამოყენება. მიღებული
ანგარიშის მონაცემების გადაგზავნა საჭირო მისამართზე ედმოდოს საშუალებით.
|
მოსწავლე სწორად ქმნის ელექტრონულ ცხრილს ექსელის პროგრამაში, სწორად
შეაქვს მონაცემები ცხრილში, ადეკვატურად იყენებს კონკრეტულ ინსტრუმენტებს თუმცა უჭირს
ფორმულების მიზნობრივად გამოყენება და მონაცემების გაგზავნა საჭირო მისამართზე ედმოდოს
საშუალებით.
|
მოსწავლეს არ შეუძლია ელექტრონული ცხრილის შედგენა ექსელის პროგრამაში,
არ შეუძლია ინსტრუმენტების შერჩევა, ვერ
იყენებს ფორმულებს ანგარიშის განხორციელებისათვის.
ვერ აგზავნის მონაცემებს ედმოდოზე.
|
მოსწავლეს ესმის რეკლამის მნიშვნელობა და დანიშნულება, შემოქმედებითად
იყენებს ტექნოლოგიის კონკრეტულ ინსტრუმენტს
რეკლამის შესაქმნელად, რეკლამის როგორც შინაარსობრივი ასევე შემოქმედებითი მხარე
შეესაბამება დასმულ ამოცანას.
|
მოსწავლეს ესმის რეკლამის მნიშვნელობა და დანიშნულება, უჭირს ინსტრუმენტის
შერჩევა რეკლამის შესაქმნელად. რეკლამის შინაარსობრივი მხარე ნაწილობრივ შეესაბამება
დასმულ ამოცანას.
|
მოსწავლე ვერ გაიაზრებს რეკლამის დანიშნულებას, ვერ ირჩევს კონკრეტულ
ინსტრუმენტს რეკლამის შესაქმნელად. რეკლამის როგორც შინაარსობრივი ასევე შემოქმედებითი
მხარე არადამაკმაყოფილებელია.
|
მოსწავლე
იცავს დროის ლიმიტს, თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ითვალისწინებს მათ აზრს. აქტივობებში
მონაწილეობს აქტიურად.
|
მოსწავლე იცავს დროის ლიმიტს, თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ნაწილობრივ
ითვალისწინებს მათ აზრს, უჭირს მოსაზრებების
გამოთქმა და ცოდნის დემონსტრირება.
|
მოსწავლე ვერ იცავს დროის ლიმიტს, არ თანამშრომლობს თანაკლასელებთან,
არ ითვალისწინებს მათ აზრს, არ შეუძლია მოსაზრებების გამოთქმა და ცოდნის დემონსტრირება.
|
ხელმოწერა: ირინა მარკოზაშვილი
თარიღი: 6.03.2018
2 .გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი
გვარი, პირადი ნომერი: ირინე მარკოზაშვილი, 01012018199.
საგანი: ისტ
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი /5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
გაკვეთილის თემა:
ფაილი და საქაღალდე / ფაილისა და საქაღალდის ცნების, ფაილისა და საქაღალდის მისამართების
გააზრება. ფაილის გაზომვა;
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე
შეძლებს:
·
განასხვავოს ფაილისა და საქაღალდის ცნება.
·
გააცნობიეროს და განასხვავოს ფაილის ტიპები, ამ
ტიპების
შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატში არსებობა.
·
გაერკვეს ფაილისა და საქაღალდის სტრუქტუირებაში.
·
გაერკვეს და გაანალიზოს ფაილის სახელის ჩანაწერი;
·
გააცნობიეროს ფაილის ზომებთან დაკავშირებული საკითხები.
·
შეძლებს ფაილის შექმნას კონტექსტური მენიუდან.
·
დააზუსტებს ფაილის მდებარეობის სრულ მისამართს კატალოგიზაციის
მიხედვით.
უნარ-ჩვევები: ინფორმაციის გაანალიზების, შეფასების, სინთეზის, საკომუნიკაციო და სოციალური,
უნარ-ჩვევების განვითარება.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
ფაზა 1.
აქტივობა 1
მისალმება, გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა,
შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა და მიზანი, გაკვეთილის განმავლობაში
შესასრულებელი დავალებები. შეფასების კრიტერიუმები.
(კრიტერიუმები ამობეჭდილი დაურიგდებათ)
|
2
|
2
|
აქტივობა 2
,,პროვოცირება“ -
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად და ინტერესის გასაჩენად ვაჩვენებ თვალსაჩინო
სლაიდებს ინტერაქტიული ტესტური შეკითხვებით რომლის მიმდევრობაც იწყება პრობლემის
წამოჭრით: ორი ერთნაირი ინფორმაციის ერთ მისამართზე განთავსებასთან დაკავშირებით.
შეკითხვების თანმიმდევრობა გამიზნულია და
მოიაზრებს განსახილავ საკითხთან დაკავშირებას. (ფაილი1)
გამოიკვეთება განსახილველი საკითხების ნუსხა:
. ფაილი
. ფაილის სახელი
. საქაღალდე
. ფაილის სრული სახელი
. ფაილის საზომი ერთეული
|
მეთოდი ,,გონებრივი იერიში“
|
ინდივიდუალური
|
ინსტრუმენტი - თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი.
ინტერაქტიული -ტესტური შეკითხვების პრეზენტაცია.
|
8
|
3
|
ფაზა 2.
აქტივობა3
ცოდნის თვითრეგულაცია
უკუკავშირის უზრუნველყოფა:
ვაჩვენებ პრეზენტაციას სადაც განსახილველი საკითხები იქნება თვალსაჩინოდ
ახსნილი და ნაჩვენები. თითოეულ საკითხზე
: ფაილი, ფაილის შენახვის ადგილი, ფაილის სახელის განსაზღვრა, ფაილის ზომა, ფაილის
ზომის ერთეულები, ფაილის ადგილის სტრუქტუირება, - ზე გადასვლისას, ახსნას ვაწარმოებ კითხვა-პასუხის
რეჟიმში ინტერაქციული მეთოდით . მოსწავლეები დასმული კითხვების დახმარებით თვითონვე
მოახდენენ ცოდნის კონსტრუირებას და ახალი ინფორმაციის დაშენებას.
(ფაილი2)
|
მეთოდი ,,დისკუსია“ - ინსტრუმენტი-კითხვები
და ინტერაქცია
|
მთელი კლასი
|
პრეზენტაცია:
ახალი მასალის მიწოდება ინტერაქციული მეთოდით
|
8
|
4
|
ფაზა 3 -რეფლექსია
აქტივობა 4
ა) მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათებით დავალება, მოსწავლეებმა აღნიშნული
დავალება უნდა შეიტანონ კომპიუტერში ვორდის პროგრამის დახმარებით, სადაც ცხრილში
მოცემული ,,გაფართოებების“ ტიპების მიხედვით უნდა ჩასვან შესაბამისი ფაილის დასახელებები.
აქტივობა 5
ბ) მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები, ბარათებზე ნაჩვენები დავალება
უნდა შეიტანონ კომპიუტერში ვორდის დახმარებით და მოცემულ ცხრილში ნაჩვენები ფაილის
საზომ ერთეულებს შორის ჩასვან შესაბამისი მეტობისა და ნაკლებობის ნიშნები.
(ფაილი - დავალება
1 )
აქტივობა 6
გ) ეკრანზე ნაჩვენები სლაიდის მიხედვით მოსწავლეები მოახდენენ ფაილის დასახელებების დაკავშირებას მათ ,,გაფართოებასთან“.
(ფაილი - დავალება3).
აქტივობა 7
კლასი დაიყოფა 4 ჯგუფად.
თითოეულ ჯგუფს მიეცემა ბარათი, სადაც ნაჩვენები იქნება ფაილების ადგილმდებარეობის
სქემები.
ჯგუფმა ცხრილის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაწეროს სქემაში შემოხაზული ფაილის
სახელი, გაფართოება და სრული მისამართის თანმიმდევრობა. შესრულებული დავალების პრეზენტირებას
გააკეთებს ჯგუფის ლიდერი.
(ფაილი - დავალება
4)
|
მეტაშემეცნების სტრატეგია:
სწავლა კეთებით
ცოდნის დემონსტრირება ტექნოლოგიების დახმარებით
|
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი
დავალების ბარათები
პროგრამები:
Microsoft Word
Microsoft Power Point
Edmodo
|
5
5
4
6
|
|
აქტივობა 6
საშინაო დავალების
მიცემა:
გადაეგზავნებათ ედმოდოზე ფაილი, სადაც უნდა შეარჩიონ სწორი შესაბამისობა
ნაჩვენებ პიქტოგრამებსა და ფაილის დასახელებებს შორის. დავალება გადმოაგზავნონ ედმოდოზე.
|
ცოდნის დემონსტრირება
|
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი
|
2
|
ესგ-ს სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:
ის.ტექნ.დაწყ.2. მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას
პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით;
ქმნის
ფაილებსა და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპით, მონაცემთა ეფექტიანად შენახვის,
მოძებნისა და წაკითხვის მიზნით.
ის.ტექნ.დაწყ.5. იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ
ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
რუბრიკა
კარგი
|
დამაკმაყოფილებელი
|
არადამაკმაყოფილებელი
|
მოსწავლეს შეუძლია მაპროვოცირებელ
საკვლევ კითხვებზე პასუხის გაცემა,
ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, მართავს და სწორად გაიაზრებს მიცემულ ინფორმაციას.
|
მოსწავლეს შეუძლია მაპროვოცირებელ
საკვლევ კითხვაზე პასუხის გაცემა თუმცა მსჯელობა ნაწილობრივაა არგუმენტირებული, უჭირს
მიცემულ ინფორმაციის სწორად გააზრება.
|
მოსწავლეს არ შეუძლია მაპროვოცირებელ
საკვლევ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვერ მსჯელობს ლოგიკურად, არგუმენტები არ გააჩნია,
არ შეუძლია ინფორმაციის მართვა და ვერ ახდენს გადაცემული ინფორმაციის სწორად გააზრებას.
|
მოსწავლე სწორად აანალიზებს ფაილისა და საქაღალდის ცნებას.
შეუძლია აღნიშნულ ცნებებთან დაკავშირებით ეფექტური უკუკავშირი
|
მოსწავლე სწორად აანალიზებს ფაილისა და საქაღალდის ცნებას , თუმცა უჭირს
ეფექტური უკუკავშირის გაკეთება აღნიშნულ ცნებების განმარტებასთან დაკავშირებით.
|
მოსწავლე ვერ აანალიზებს ფაილისა
და საქაღალდის ცნებას , არ შეუძლია ეფექტური
უკუკავშირის გაკეთება აღნიშნულ ცნებების განმარტებასთან დაკავშირებით.
|
მოსწავლე მიზნობრივად იყენებს ტექნოლოგიების
მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ
ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით;
|
მოსწავლე ს უჭირს ციფრული მასალების შექმნისას პროგრამული უზრუნველყოფის
შესაბამისი ფუნქციების გამოყენება.
|
მოსწავლე მიზნობრივად ვერ იყენებს ტექნოლოგიებს
მუშაობის პროცესში
|
მოსწავლე აცნობიერებს და განასხვავებს ფაილის ტიპებს. შეუძლია ამ ტიპების
შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატში გამოსახვა.
|
მოსწავლეს უჭირს განასხვავოს ფაილის ტიპები. ნაწილობრივ აცნობიერებს
ციფრულ მასალებს სხვადასხვა ფორმატში.
|
მოსწავლეს არ შეუძლია განასხვავოს
ფაილის ტიპები და ვერ აცნობიერებს ციფრულ მასალებს სხვადასხვა ფორმატში.
|
მოსწავლეს შეუძლია ფაილებისა და საქაღალდეების სტრუქტუირება ტიპებისა
და მისამართების მიხედვით. სწორად ასახელებს ფაილის მდებარეობის ,,სრულ“ მისამართს.
|
მოსწავლეს შეუძლია ფაილებისა და საქაღალდეების სტრუქტუირება ტიპების
მიხედვით მაგრამ უჭირს ფაილის მდებარეობის
,,სრული“ მისამართის დასახელება.
|
მოსწავლეს არ შეუძლია ფაილებისა და საქაღალდეების სტრუქტუირება ტიპების
მიხედვით, ვერ საზღვრავს ფაილის მდებარეობის
,,სრულ“ მისამართს
|
მოსწავლე აცნობიერებს ფაილის ზომებთან დაკავშირებულ საკითხებს, შეუძლია
სხვადასხვა ფაილების შედარება ზომების მიხედვით, სწორად ასახელებს ზომის ერთეულებს
და ახდენს მათ სტრუქტუირებას.
|
მოსწავლე აცნობიერებს ფაილის ზომებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხებს,
შეუძლია სხვადასხვა ფაილების შედარება ზომების მიხედვით, სწორად ასახელებს ზომის
ერთეულებს მაგრამ უჭირს მათი სტრუქტუირება.
|
მოსწავლე ვერ აცნობიერებს ფაილის
ზომებთან დაკავშირებულ საკითხებს, არ შეუძლია ფაილების შედარება ზომების მიხედვით
ვერ ახდენს ფაილების ზომის ერთეულების სტრუქტუირებას.
|
მოსწავლე იცავს დროის
ლიმიტს, თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ითვალისწინებს მათ აზრს. აქტივობებში
მონაწილეობს აქტიურად.
|
მოსწავლე იცავს დროის ლიმიტს, თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ნაწილობრივ
ითვალისწინებს მათ აზრს, უჭირს მოსაზრებების
გამოთქმა და ცოდნის დემონსტრირება.
|
მოსწავლე ვერ იცავს დროის ლიმიტს, არ თანამშრომლობს თანაკლასელებთან,
არ ითვალისწინებს მათ აზრს, არ შეუძლია მოსაზრებების გამოთქმა და ცოდნის დემონსტრირება.
|
ხელმოწერა: ირინა მარკოზაშვილი
თარიღი: 6.03.2018
No comments:
Post a Comment